ახალი ამბები

გადაუღებელმა წვიმებმა კახეთის რეგიონი დააზარალა

გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ზარალი მიაყენა კახეთის რეგიონის სოფლებს. კერძოდ, დაიტბორა ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი, რამაც სასოფლო–სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.


კვლავ მძიმე მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა ასევე გადაუღებლად წვიმს. 


4 მაისს მთავრობის სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2–თვიანი ვადა მისცა, რეგიონებისთვის მიყენებული ზარალის დასათვლელად.


დღეს მთავრობის სხდომაზე ასევე განიხილეს 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რომელიც სტიქიით მიყენებული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 20 მლნ ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დღესვე  ფორსმაჟორული წესით შემუშავებული საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტს გაეგზავნება განსახილველად.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button