ახალი ამბები

ახალციხის სამხედრო ნაწილი ჯარისკაცებმა თვითნებურად დატოვეს

3 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხის სამხედრო ნაწილი 12 ჯარისკაცმა თვითნებურად დატოვა. მათ ეს გადაწყვეტილება ოფიცრების და სხვა სამხედრო პირების მიერ მათი უფლებების დარღვევის და დაშინების ფაქტებით ახსნეს.


ყველა ჯარისკაცი ახალქალაქის მაცხოვრებელია. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე ეს ქალაქი ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.


3 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა რამდენიმე ჯარისკაცთან ინტერვიუ გადასცა. რიგითი ბარბარიანი  ინტერვიუში აცხადებს, “ჩვენ გვცემდნენ [სამხედრო ნაწილში]; ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რატომ ვლაპარაკობთ სომხურად და არა ქართულად – მაგრამ მე არ ვიცი ქართული“. კიდევ ერთი რიგითი აცხადებს, რომ ოფიცრები მის დაშინებას მიმართავდნენ და ფულს ძალავდნენ.   


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.


საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა უკვე დაიწყო საქმის შესწავლა. “მე ვესაუბრე თავდაცვის სამინისტროს [ოფიციალურ წარმომადგენელს] და ვფიქრობ მოვახერხებთ პრობლემის მოგვარებას“, განუცხადა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა 3 მაისს “რუსთავი 2“-ს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button