ახალი ამბები

რუსული ენერგოკომპანია აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიით ინტერესდება

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსული ენერგოკომპანია “რაო ეესი“ აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიით ინტერესდება და საპრივატიზაციო წინადადების წარდგენას გეგმავს. 


თუმცა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა 3 მაისს “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია ჯერ-ჯერობით საპრივატიზაციო ნუსხაში შესული არ არის.


სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ 2 მაისს განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისა და დასავლეთ საქართველოში არსებული ხუთი ჰიდროელექტროსადგურის  პრივატიზებას გეგმავს, რომელთა შორისაც არ არის აჭარის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button