ახალი ამბები

ირანი საქართველოსთან ვაჭრობის გაღრმავების მიზნით 20 მილიონ ევროს გამოყოფს

ირანული საინფორმაციო სააგენტო “ირნას“ ცნობით, ირანის მთავრობა 20 მილიონ ევროს გამოყოფს იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც საქართველოსთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.


დეტალური ინფორმაცია ამ პროექტების თაობაზე არ ვრცელდება, თუმცა, “ირნას“ ცნობით, ეს თანხა ირანის უცხოური ვალუტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.


იმავე სააგენტოს ცნობით, ირანის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი გეგმავს მუდმივი სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნას საქართველოში.  


ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ რეზა არეფი ირანელ ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად აპრილის ბოლოს საქართველოს ეწვია და საქართველოს ხელმძღვანელობასთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button