ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი: საქართველოს არმია ნატოსკენ ტემპს კრიფავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ “ქართული არმია ძლიერდება და თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ტემპს კრიფავს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით“.


ოქრუაშვილი სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის 14 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა ორგანიზებული.


“დროის ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. რამდენიმე დღეში საქართველოს ოფიციალური პირები, მათ შორის მეც, ბრიუსელში გავემგზავრებით, რათა შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ ნატოსთან დაახლოებისაკენ“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button