ახალი ამბები

“რუსთავი 2″–ის ცნობით, ბუშს თბილისში ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი შეხვდება

29 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავის 2″–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი ანატოლი ლებედკო აშშ–ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს მისი თბილისში ვიზიტის დროს 10 მაისს შეხვდება.


ტელეკომპანიის ცნობით, ეს შეხვედრა უკვე შეთანხმებულია. საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დაადასტურა, რომ ანატოლი ლებედკო თბილისში მისი მოწვევით ჩამოდის. 


“საქართველო მხარს უჭერს დემოკრატიას ბელორუსში“, დასძინა “რუსთავის 2“–ის ეთერში მაჭავარიანმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button