ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენი მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზად ვართ

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან სავიზო რეჟიმი საერთოდ გააუქმოს.


“ჩვენ ცალმხრივად გავამარტივეთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი და ახლა ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, საერთოდ უვიზო რეჟიმზე გადავიდეთ“, განაცხადა 29 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა აქვე დასძინა, რომ სავიზო საკითხები რუსეთთან მოლაპარაკებებში ერთ–ერთი მთავარი თემა უნდა გახდეს. 


2004 წლის ივლისიდან საქართველომ ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან, რასაც შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი 2001 წლიდან მოქმედებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button