ახალი ამბები

სააკაშვილი ახალქალაქელ სომხებს რუსული ბაზის გაყვანის შემდეგ სოციალურ რეაბილიტაციას ჰპირდება

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას აპირებს ახალქალაქში რუსულ სამხედრო ბაზაზე დასაქმებული საქართველოს სომეხი მოქალაქეებისთვის მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზა დაიხურება.


ამის შესახებ პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტად მყოფ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან არტურ ბაღდასარიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.  
 
“ახალი სამხედრო ბაზის შექმნას არ ვაპირებთ, მათ სხვა ქართულ სამხედრო ბაზაზე დავასაქმებთ, ექნებათ იგივე ხელფასი. ვინც არ ისურვებს იქ მუშაობას, მათთვის  შევქმნით სხვადასხვა სფეროებში დასაქმების ცალკე პროგრამას.  მათ უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანა ვითარდება“, განაცხადა პრეზიდენტმა.


სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისს 28 აპრილს ეწვია. იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ნინო ბურჯანაძეს, სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.    


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button