ახალი ამბები

ცხინვალი სტიქიის გამო სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება უარს აცხადებს წყალდიდობით მიყენებული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე.


“ჩვენ არ მიგვიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, მათ შორის მეზობელ საქართველოსთვის, დახმარებით თხოვნით“, ნათქვამია 28 აპრილს დე ფატო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ამასთან, ცხინვალი აცხადებს, რომ წყალდიდობას, რომელიც თითქმით მთელ საქართველოს და მათ შორის სამხრეთ ოსეთსაც დაატყდა თავს, საკუთარი შესაძლებლობებით უმკლავდება. მეტიც, დე ფაქტო ხელისუფლების ძალისხმევით “მინიმუმადე იქნა დატბორვის საფრთხე დაყვანილი არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ მეზობელ გორის რაიონში“, ნათქვამია ინფორმაციაში.


27 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოს თანამოქალაქეებს ფულადი და ტექნიკით დახმარება შესთავაზა სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ.  პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ “არაგონივრული იქნებოდა ამ დახმარებაზე უარის თქმა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button