ახალი ამბები

კოფი ანანი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს “დამაიმედებელს“ უწოდებს

გაეროს უშიშროების საბჭოსთვის 25 აპრილს გაგზავნილ მოხსენებაში გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს, რომ ბოლო დროს ქართული და აფხაზური მხარეებიდან დამაიმედებელი სიგნალები მოდის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში მათი დაინტერესების თაობაზე, იტყობინებოდა გაეროს პრეს-ცენტრი 2 მაისს.


“ქართული და აფხაზური მხარეების სურვილი განაახლონ, დიდი ხნის პაუზის  შემდეგ, მათი მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში, მისასალმებელი მოვლენაა, და შესაძლოა ახალი შესაძლებლობების დაწყების მომასწავებელი გახდეს“, ნათქვამია მოხსენებაში.


მისი თქმით, ამ პოტენციალის განხორციელება დამოკიდებული იქნება მხარეთა სურვილზე მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში და იმ პოლიტიკური საკითხების მოგვარებაში, რომელთაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისთვის.


გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა გრძელვადიან და კოორდინირებულ უცხოურ დახმარებას.


მან მოუწოდა აფხაზურ მხარეს უზრუნველყოს გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელთა თავისუფალი და შეუზღუდავი გადაადგილება სოხუმის სასჯელსაღსრულების დაწესებულებებში, ოფისის მანდატის შესაბამისად.


კოფი ანანი ასევე მიესალმა აპრილში ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებს, რომელმაც მხარეები 2004 ივლისში შეწყვეტილი ურთიერთობების შემდეგ პირველად დააკავშირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button