ახალი ამბები

საქართველოს გერმანიის იუსტიციის მინისტრი ეწვევა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ბრიგიტე ციპრისის ხელმძღვანელობით, 27-29 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოდის.


ვიზიტისას დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, იუსტიციის მინისტრ კონსტანტინე კემულარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და სხვებთან.


27 აპრილს საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის მინისტრები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.


 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button