ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ოთხ საკითხზე შეთანხმება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ოთხ საკითხზე შეთანხმება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დასრულდება.


ეს საკითხებია: სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია, სავიზო რეჟიმის გამარტივება, კონფლიქტების მოგვარების საკითხზე ერთიანი მიდგომა და რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა.


“ყველა ეს საკითხი უნდა აისახოს [რუსეთისა და საქართველოს] პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციაში, ამ დეკლარაციის ხელმოწერა ჩვენს ურთიერთობებში ახალი გვერდის დაწყების მომასწავებელი იქნება“, განაცხადა ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიუხედავად სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისა, იგი თავს შეიკავებს ოპტიმისტური კომენტარის გაკეთებისგან, სანამ არ დარწმუნდება, რომ არ წარმოიშვება რაიმე “სიურპრიზები“, რაც ხელს შეუშლის მხარეებს მიღწეული შეთანხმების შესრულებაში. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მზად არის მოსკოვს მაისში კვლავ ესტუმროს დეტალების საბოლოოდ შესათანხმებლად.


საქართველო დაჟინებით ითხოვს ბაზების გაყვანის ვადების სქემის დეტალურ შემუშავებას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button