ახალი ამბები

ირანი მზად არის გაზსადენის რეაბილიტაციაზე 2,5 მლნ დოლარი გამოყოს

საქართველოსა და ირანის ექსპერტები უახლოეს დღეებში მუშაობას დაასრულებენ ხელშეკრულების პროექტზე, რომელიც ირანის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს გაზსადენის სარეაბილიტაციოდ გრანტის სახით 2,5 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 25 აპრილს თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ირანის ვიცე-პრეზიდენტთან  მუჰამედ რეზა არეფთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მუჰამედ რეზა არეფმა, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ირანი დაინტერესებულია საქართველოში გაზის ექსპორტით. “თუ საქართველოს მიაჩნია, რომ ჩვენი ბუნებრივი აირი ძალიან ძვირია, ტარიფს პირადად მე გადავხედავ”, დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button