ახალი ამბები

ლავროვი: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე პროგრესი შეინიშნება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 26 აპრილს აცხადებს, რომ 25 აპრილს ქართველ კოლეგასთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე დაისვა აფხაზეთის გავლით სარგინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი.


“ჩვენ პრიორიტეტებს შორისაა ქართული მხარის ჩართვა 2003 წელს სოჭში მიღწეული შეთანხმებების შესრულებაში, რომელიც აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს“, იუწყება 26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


რუსი მინისტრი ასევე დასძენს, რომ შეიმჩნევა პროგრესი ამ მიმართულებით, “რაც აფხაზეთის მოქნილი პოზიციის დამსახურებაც არის“.


“თუკი თბილისი–სოჭის სარკინიგზო ხაზი აღდგება, ეს ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიასთან რეგიონული თანამშრომლობის ხარისხის ამაღლებას“, აცხადებს ლავროვი.


სოჭში 2003 წლის 7 მარტს საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით აფხაზეთის გავლით თბილისი-მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დევნილთა დაბრუნების სინქრონულად უნდა მოხდეს. 

მსგავსი/Related

Back to top button