ახალი ამბები

სააკაშვილი სტიქიით დაზარალებულ ოს მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ადგილზე მოინახულა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული შიდა ქართლის მოსახლეობა, განაცხადა, რომ სტიქიამ დანარჩენ საქართველოსთან ერთად ასევე დააზარალა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის კვაისას და ჯავის რაიონები და ოს თანამოქალაქეებს დახმარება შესთავაზა.


“ცხინვალს ვთავაზობთ ტექნიკითა და ფულად დახმარებას… ჯავა და კვაისა მთლიანად იზოლირებულია, ჩვენი [ოსი] თანამოქალაქეები უსახლკაროდ არიან დარჩენილები. ვთავაზობთ მათ ელემენტარული პირობების აღდგენას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ბოლო ათწლეულის მანძილზე სტიქიით მიყენებული ყველაზე დიდი ზარალის ლიკვიდაცია, რაც თითქმის მთელ საქართველოში ბოლო სამი დღის მანძილზე წყალდიდობამ მიაყენა ქვეყანას, “15–20 მლნ ლარი დაჯდება“. 


“ამ თანხებით, რომელიც აღმშენებლობაზე უნდა მიმართულიყო, დანგრეულის აღდგენა მოგვიწევს”, დასძინა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button