ახალი ამბები

ნოღაიდელი: საქართველო დაინტერესებულია ირანიდან გაზის იმპორტით

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 25 აპრილს ირანის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან მოჰამედ რეზა არეფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “საქართველო დაინტერესებულია ირანიდან გაზის იმპორტით“.


“თუ, რა თქმა უნდა, ფასი იქნება ჩვენთვის მისაღები. საუბარია ასევე ქართულ-ირანული გაზსადენის მშენებლობაზე“, განუცხადა ჟურნალისტებს 25 აპრილს ზურაბ ნოღაიდელმა.


ირანის რესპუბლიკის დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, თბილისში 25 აპრილს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.


26 აპრილს გაიხსნება ქართულ-ირანული ბიზნეს–ფორუმი. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button