ახალი ამბები

საქართველოში ირანის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის

ქართული მედიის ცნობით, ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ რეზა არეფი ირანელ ბიზნესმენთა თანხლებით 25 აპრილს ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვა და ქართულ-ირანულ ბიზნეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 


ირანული საინფორმაციო სააგენტო “ირნა” იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურების საკითხებს. ამჟამად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 45 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა აპრილის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს ქართული მხარე ირანული გაზის საქართველოში იმპორტის საკითხს დააყენებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button