ახალი ამბები

სუამის ლიდერები კიშინიოვის სამიტს მიესალმებიან

სუამის წევრი ქვეყნების ლიდერებმა საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვადან 22 აპრილს კიშინიოვის სამიტის დასკვნით ნაწილში მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია და განაცხადეს, რომ ორგანიზაცია თანდათან რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ძალად გარდაიქმნება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “ნიუსმოლდოვა“. 


“ჩვენი ორგანიზაცია თანთადან გარდაიქმნება მნიშვნელოვან ძალად, რომელიც მონაწილეობას იღებს კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაში … [სუამის] წევრ ქვეყნებს ერთიანი პოზიცია აქვთ ტერორიზმისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ“, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამიტის დასრულების შემდეგ, თან აქვე დასძინა, რომ ერთობლივი დეკლარაცია სწორედ ამ პრინციპებს ასახავს.


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ კიშინიოვის სამიტზე სუამის ისტორიის “ახალი გვერდი დაიწერა“.


იუშჩენკოს თქმით, სუამი სამ ვეშაპზე დგას – ეს არის დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება/სტაბილურობა.


“ჩვენს რეგიონში ოთხი ცხელი წერტილია [აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი და მთიანი ყარაბაღი]. და უკრაინა მიზნად ისახავს თუნდაც ერთი კონფლიქტის მოგვარების საკითხის ადგილიდან დაძვრას“, განაცხადა იუშჩენკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე წინადადება აქვს  სახელწოდებით “შვიდი ნაბიჯი”. მან აქვე დასძინა, რომ უკრაინა სამი კვირის ვადაში წარადგენს სრულ გეგმას.     



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button