ახალი ამბები

სოსნალიევი: აფხაზურ ჯარებს ყოფილი საბჭოთა ოფიცრები წვრთნიან

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სულთან სოსნალიევმა რუსულ გაზეთ “კომერსანტს“ განუცხადა, რომ აფხაზურ ჯარებს ყოფილი საბჭოთა ოფიცრები წვრთნიან.


მან დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზი პილოტები გადიან სწავლებას, თუმცა აღნიშნა, რომ “რუსი ინსტრუქტორები ამაში არ იღებენ მონაწილეობას. “ჩვენ ჩვენი ინსტრუქტორები და პილოტები გვყავს, რომელთაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ … მე თვითონ საბჭოთა კავშირის დამსახურებული სამხედრო მფრინავი ვარ. არიან სხვებიც“, განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა. 


სოსნალიევმა სიზრანის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებელი და ჟუკოვის სახელობის სამხედრო აკადემია დაამთავრა. მან 29 წელი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებში იმსახურა. 1992-1996 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იყო. ამ თანამდებობაზე კვლავ 2005 წლის თებერვალში დაინიშნა.


დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში YAK-41  ტიპის საბრძოლო თვითმფრინავიც იქნა გამოყენებული.


სამხედრო წვრთნები 1500 ჯარისკაცისა და 3000-მდე რეზერვისტის მონაწილეობით რეგიონში 18 აპრილს დაიწყო და 21 აპრილამდე გაგრძელდა.


რუსული გაზეთი “კომერსანტი“  19 აპრილს იუწყებოდა, რომ წვრთნებში სუ-27 გამანადგურებლებიც იღებდა მონაწილეობას.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button