ეუთოს ორგანიზებით ტრეფიკინგის პრობლემაზე იმსჯელებენ
დღეს თბილისში ეუთოს ორგანიზებით გაიხსნება კონფერენცია, რომელზეც ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების და სამართლიანობის დაცვის მიზნით ეფექტური მექანიზმის შექმნის თაობაზე იმსჯელებენ, იტყობინება ეუთოს მისია საქართველოში.
ეუთოს ექსპერტები, პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, ანტი–ტრეფიკინგული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების არსებულ სისტემას და იმსჯელებენ პრობლემის მოსაგვარებლად ეროვნული მექანიზმის განვითარებაზე.
კონფერენციის მიზანია ასევე ამ მიმართულებით საკანონმდებოლო ბაზის განვითარება.
ეუთოს მისიისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ეუთოს ოფისის აქტიური მხარდაჭერით შემუშავდა ტრეფიკინგის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. ანტიტრეფიკინგული სტატეგიის ფარგლებში ასევე შემუშავებულია ორწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა ადამიანებით ვაჭრობის თავიდან აცილების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)