ახალი ამბები

ომბუდსმენი შიდა ქართლის გუბერნატორს ბიზნესის დაშინებაში ადანაშაულებს

საქართველოს ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა, რომელიც 21 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ წლიური მოხსენებით პარლამენტში გამოვიდა, განაცხადა, რომ შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მეწარმეთა უფლებები ირღვევა. მან შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი ადგილობრივი ბიზნესის დაშინებაში დაადანაშაულა.


“რამდენიმე ბიზნესმენი იძულებული გახდა თავისი საწარმო მთავრობისთვის “საჩუქრად“ გადაეცა, მას შემდეგ, რაც ზოგიერთი მათგანი შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს“, განუცხადა მან დეპუტატებს.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button