ახალი ამბები

პარლამენტმა ბელორუსიაში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი განცხადება მიიღო

20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა 128 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ბელორუსიაში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერ განცხადებას, სადაც შეშფოთებაა გამოხატული ბელორუსიის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვის გამო.


გამოხატავენ რა ბელორუსი ხალხისადმი სოლიდარობას, ქართველი პარტამენტარები მოუწოდებენ  ბელორუსიის პარლამენტს, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას არ დაუშვან დიქტატურის დამყარება.

განცხადებაში ასევე მოყვანილია ის ფაქტები, რომელიც ბელორუსიაში “უკეთესი ცხოვრების დამკვიდრების სურვილისთვის“ ადამიანების სამართლებრივ დევნაზე მეტყველებს.

“სინდისის ყველა პატიმარი უკანონო პროცედურების მეშვეობით აბსურდული ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს. ბელორუსიის დემოკრატთა უმრავლესობა სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდის და სასჯელს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იხდის“, ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს პარლამენტი, მსგავსად საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისა, რომელმაც  12 აპრილს მიღებულ დოკუმენტში სერიოზული შეშფოთება გამოხატა ბელორუსიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რეგულარული განცხადებებით ცდილობს შეამსუბუქოს “ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა პოლიტიკური დევნა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button