skip to content
ახალი ამბები

სავოლსკი: მოსკოვს სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით “კონკრეტული წინადადებები“ აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა იგორ სავოლსკიმ, რომელიც რუსულ-ქართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, 14 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული მხარე საქართველოს “კონკრეტულ წინადადებებს“ სთავაზობს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით.


“ეს წინადადებები საქართველოს პოზიციას ითვალისწინებს. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვგეგმავთ ორი დღის განმავლობაში“, განაცხადა სავოლსკიმ, თუმცა წინადადებების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button