skip to content
ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა” თერჯოლელმა აქტივისტებმა დატოვეს

ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თერჯოლის ორგანიზაციის დამფუძნებელმა ზაურ გურგენიძემ სხვა 50–მდე წევრთან ერთად “ნაციონალური მოძრობის“ რიგები პარტიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო დატოვა და “რესპუბლიკურ“ პარტიას შეუერთდა.


თუმცა “ნაციონალური მოძრაობის“ პრეს–სამსახური უარყოფს ინფორმაციას გურგენიძის პარტიის წევრობის შესახებ და მის აქციას “პარტიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს“.


11 აპრილიდან მმართველი პარტიის მიერ საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები “სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ დაგეგმილი პროვოკაციული აქციების გამო“ ხმაურით მიმდინარეობს. ისინი “ვერ შეაფერხებენ პარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს“, ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 13 აპრილს გავრცელებულ პრეს–რელიზში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button