ახალი ამბები

სააკაშვილი ეკონომიკის დერეგულაციას უჭერს მხარს

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე “ბიუროკრატიის წინააღმეგ რევოლუციური ნაბიჯი” უწოდა ხელისუფლების ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემა მარტივდება ან რიგ შემთხვევაში, საერთოდ უქმდება.


“ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის შემუშავებაშიც მთავრობასთან ერთად პარლამენტის იურიდიული კომიტეტიც აქტიურად მონაწილეობდა, ანტიბიუროკრატიულ ხასიათს ატარებს და პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, “ბიზნესის დაწყებას ამარტივებს“.


“გვჭირდება ისეთი ბიუროკრატიული აპარტი, რომელიც ხალხს არ გაუმწარებს სიცოცხლეს… თუკი [ვარდების] რევოლუციამდე ბიუროკრატია უდგენდა ხალხს წესებს, ახლა ხალხი დაადგენს წესებს ბიუროკრატიისთვის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დააწესებს ე.წ. “ერთი ფანჯრის” პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირებს, რომელთაც სურთ თავიანითი საქმიანობის დარეგისტრირება, აღარ მოუწევთ ლიცენზიებისთვის რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს მიმართონ.
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button