ახალი ამბები

პარლამენტმა ბიუჯეტის პროფიციტული ცვლილებები განიხილა

დღეს პარლამენტმა განიხილა 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტი, რომელიც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 446 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილის 452 მლნ ლარით გაზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის ზრდა ძირითადად პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლების ხარჯზე იგეგმება.


შედეგად 2005 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2,3 მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 2,7 მილიარდი ლარით განისაზღვრება.


ბიუჯეტის ზრდისას პრიორიტეტულად არის მიჩნეული თავდაცვის სფერო, რომლის დაფინანსებაც 300 მილიონ ლარამდე იზრდება; ენერგეტიკის სექტორი, რომელიც დამატებით 163 მილიონ ლარს მიიღებს და გზები, რომლის რეაბილიტაციასაც 30 მლნ ლარი მოხმარდება.


დაფინანსება ეზრდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 9,5 მლნ ლარით;  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  – 24,2 მლნ ლარით; განათლების სამინისტროს  –  22,0 მლნ  ლარით; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს – 3,7 მლნ ლარით.


ბიუჯეტის პროექტით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის ფონდის 15 მლნ ლარით გაზრდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button