ახალი ამბები

თბილისი თანახმაა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ჯარების გადაადგილებაზე

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 7 აპრილს გამართულ ოთხმრივ მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა 100-150 მეტრით უკან დახიოს სოფელ განმუხურში განთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები.


“ჩვენი ჯარები 100-150 მეტრით უკან დაიხევენ, თუმცა ეს საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას სოფელში“, განაცხადა ზუგდიდის გამგებელმა კახა არდიამ.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები განმუხურში იანვარში მას შემდეგ შეიყვანა, რაც სოფელი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა დაარბიეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button