ახალი ამბები

ცხინვალის განცხადებით, კოკოითმა და პუტინმა ინტეგრაციის საკითხი განიხილეს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა 6 აპრილს, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სოჭში 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე რეგიონის რუსეთში ინტეგრაციის საკითხი განიხილა.


“შეხვედრის დროს განხილულ იქნა სამხრეთ ოსეთის რუსეთში ინტეგრაციის საკითხი, ასევე სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადების, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში მხარდაჭერის საკითხები“, იტყობინება პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ინფორმაციის თანახმად, პუტინთან შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე  ტკაჩოვმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button