ახალი ამბები

ტალვიტიე ნოღაიდელი–კოკოითის შეხვედრის ინიციტივით გამოდის

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიკი ტალვიტიემ, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად 6 აპრილს ცხინვალში იმყოფებოდა, შესთავაზა ოსურ მხარეს დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრის ჩატარება, რომელიც ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების ეფექტურობას აამაღლებს, იუწყება თვითგამოცხებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ჯიოევთან და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრთან ბორის ჩოჩიევთან შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციამ დადებითად შეაფასა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები, თუმცა ისიც აღინიშნა, რომ შსკ–ს ყველა გადაწყვეტილებები არ სრულდება.


ჰეიკი ტალვიტიე ასევე დაინტერესდა ცხინვალის რეაქციით საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით. ბორის ჩოჩიევის განცხადებით, სააკაშვილის ინიციატივამ, რომელიც მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გააჟღერა, ცხინვალმა მკვეთრად უარყოფითად აღიქვა.


“თუმცა მანამდე, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ კონფლიქტის დარეგულირების სამეტაპიან მიდგომას კოკოითი გაგებით შეხვდა“, იუწყება ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button