ახალი ამბები

თბილისში რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

დღეს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის ხელმძღვანელობით ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც 7–8 აპრილს სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ ქართულ მხარესთან.


ექსპერტების დონეზე ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ 14–15 აპრილს  მოლაპარკებათა მორიგი რაუნდი იგეგმება.


23-25 მარტს მოსკოვში სამხედრო საკითხებზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებები, რომელზეც ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადები უნდა შეთანხმებულიყო, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button