ახალი ამბები

სენაკში ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით სენაკში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობისთვის საქართველოს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 9 მლნ აშშ დოლარი. 


ახალი სამხედრო ბაზა დაახლოებით 2-3 ათასს ჯარისკაცზეა გათვლილი. მისი მშენებლობა სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება.


დღეს ახალი ბაზის მშენებლობის დაწყებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება ახალი ბრიგადის დაკომპლექტება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button