ახალი ამბები

პუტინი თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შეხვდა

5 აპრილს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს  თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები შეხვდნენ, იუწყება 6 აპრილს “აფსნიპრესი“.


რუსეთის პრეზიდენტთან “დაუგეგმავ“ შეხვედრაზე სეგეი ბაღაფშმა და ედურდ კოკოითმა განიხილეს ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების საკითხები და რუსეთის იმ მოქალაქეთა სოციალურ–ეკონომიკური დახმარების საკითხი, რომლებიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ცხოვრობენ.


პუტინთან შეხვედრამდე შედგა ბაღაფშისა და კოკოითის დიალოგი, რომელზეც განიხილეს თბილისთან სამშვიდობო მოლაპარაკებათა პროცესები, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო საფრთხის შემთხვევაში სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების საკითხებს. 


მოსკოვის ინიციატივით სოჭში, 2-3 აპრილს უნდა გამართულიყო პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის და  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერთა შეხვედრა, თუმცა მასზე დასწრებაზე უარი განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ვინაიდან, მისი თქმით, “ამგვარი შეხვედრების გამართვას მაშინ აქვს აზრი, თუ წინასწარ კარგად მომზადდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button