ახალი ამბები

ოქრუაშვილი მთავრობაში დაპირისპირებას უარყოფს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მთავრობაში, კერძოდ კი მასსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირებას უარყოფს.


“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მე არ შევქმნი ისეთ გარემოს, რომ ვინმე დამიპირისპირდეს“, განაცხადა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა.


ირაკლი ოქრუაშვილის და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირიპირების თაობაზე ქართული მედია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად საუბრობს. 


ამის გამო ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილსაც მოუწია იმის საჯარო მტკიცება, რომ “ირაკლი ოქრუაშვილი მისი მეგობარია და არანაირი დაპირიპირება არ არსებობს“.


ეს განცხადება მერაბიშვილმა შიდა ქართლში 13 მარტს ჩატარებული საკადრო წმენდიდან ერთი დღის შემდეგ გააკეთა, რადგან ოქრუაშვილის სახელთან ასოცირებული პოლიციის მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან დათხოვნა, მედიამ შეაფასა, როგორც ორ მინისტრს შორის დაპირისპირება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button