ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაცია საქართველო-რუსეთის საზღვარზე ვითარებას შეისწავლის

5 აპრილს თბილისში სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტიე ჩამოვიდა. მას თან ახლავს ევროკავშირის ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი,  რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან.


ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ 18 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირი სამ დამკვირვებელს გამოაგზავნიდა რუსეთ–საქართველოს საზღვარზე არსებული სიტუაციის შესასწავლად.


“ჩვენ შევისწავლით, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ მიმართულებით“, განაცხადა 5 აპრილს ჰეიკი ტელვიტიემ ტელეკომპანია “მზის“ ეთერში.


ევროკავშირს საქართველომ საზღვრის მონიტორინგის თაობაზე მას შემდეგ მიმართა, რაც შარშან დეკემბერში რუსეთმა საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგრძელებას ვეტო დაადო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button