skip to content
ახალი ამბები

საქართველომ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავს საჰაერო სივრცე არ დაუთმო

რუსეთის საჰაერო ძალების გენერალური შტაბის მეთაურის ბორის ჩელცოვის განცხადებით, საქართველომ არ მისცა უფლება რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავს A-50-ს გადაეფრინა საქართველოს საჰაერო სივრცე დსთ-ის წევრი ქვეყნების საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული მენევრების ფარგლებში, რომლებიც 5 აპრილს დაიწყო, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები “რია ნოვოსტი“ და “ინტერფაქსი“.


ბორის ჩელცოვის განცხადებით, მანევრებში ორი A-50 სადაზვერვო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას. “ერთი ბელორუსიის თავზე აწარმოებს ფრენას. დაგეგმილი იყო, რომ მეორე სომხეთის სივრცეში იქნებოდა გამოყენებული; თუმცა საქართველომ არ მოგვცა ამის საშუალება“, განაცხადა რუსეთის საჰაერო ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button