ახალი ამბები

ბრიტანული ბანკი “ინვესტბანკის” აქციონერი ხდება

სააქციო საზოგადოება “ინვესტბანკსა” და London International Bank Limited (LIB Ltd.)–ს  შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ბრიტანულმა საფინანსო ინსტიტუტმა “ინვესტბანკის” აქციათა 25 პროცენტი შეიძინა.


ამავდროულად ბრიტანულმა ბანკმა მოახდინა დამატებითი ინვესტიცია “ინვესტბანკის” საწესდებო კაპიტალში, რის შედეგადაც იგი “ინვესტბანკის” აქციათა 32 პროცენტის მფლობელი და ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.


უცნობია ინფორმაცია გარიგების ღირებულებაზე, რომელიც მარტში გაფორმდა.  

“როგორც “ინვესტბანკის” უმსხვილესი აქციონერი London
International Bank–ი მიზნად ისახავს ადგილობრივ მენეჯმენტთან ერთად უზრუნველყოს “ინვესტბანკის” შემდგომი განვითარება, მისი ჩაბმა საკუთარ საერთაშორისო სტრუქტურაში და საქართველოს ბაზარზე საინვესტიციო საბანკო პროდუქტების ფართო სპექტრის დანერგვა“, იტყობინება “ინვესტბანკი“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button