ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 აპრილს “რუსთავი 2“–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საქართველო “საგარეო პოლიტიკის ფაქტორად“ იქცა.


“ჩვენ ახლა სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ისტორიული შანსი გვაქვს  საუკუნოვანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ჭაობიდან გამოვიდეთ და დავიმკვიდროთ ევროპულ ცივილიზაციაში ჩვენი კუთვნილი ადგილი“, განაცხადა სააკაშვილმა.


იგი ასევე შეეხო 10 მაისს აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და განაცხადა, რომ “ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და კარგად ჯდება გეოპოლიტიკური რევოლუციის კონტექსში, რომელიც საქართველოს აქტიური მონაწილეობით საქრთველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button