ახალი ამბები

თბილისში საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირველი ფორუმი გაიხსნა

1-2 აპრილს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო–ჯორჯიაში” გაიხსნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოფენა-ფორუმი, რომელშიც 55 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას. ამგვარი ღინისძიება პირველად ტარდება საქართველოში.


ორდღიანი ფორუმი, რომლის დროსაც მოეწყობა გამოფენები, დისკუსიები და საინფორმაციო პრეზენტაციები საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ,  “სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის” (CAP) მიერაა ორგანიზებული. “სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამას” ერთობლივად ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” და ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიცია, რომლის მიზანიცაა მოქალაქეთა და მათი ინტერესების ხელშეწყობა. 
 
გამოფენა-ფორუმის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ქვეყნის განვითარების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი წვლილის თაობაზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button