ახალი ამბები

სააკაშვილმა და ნაზარბაევმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკშვილი დღეს ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


“მივესალმები საქართველოს მზადყოფნას მჭიდრო კავშირები დაამყაროს ყაზახეთთან, ჩემის მხრივ ვაცხადებს, რომ არანაირი  – არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური სახის დაბრკოლება ამ თანამშრომლობას წინ არ უდგას“, აცხადებს 31 მარტს “ინტერფაქსი“ ნაზარბაევის სიტყვებზე დაყრდნობით.


“ინტერფაქსის“ ცნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს პირად კონტროლზე აიყვანოს საქართველოში დაბანდებული ინვესტიციები.


დღესვე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა და ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ დოკუმეტს მოაწერეს ხელი.


საქართველოს პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად  ყაზახეთში 30 მარტს გაემგზავრა. დელეგაცია თბილისში 1 აპრილს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button