ახალი ამბები

ახალქალაქის მოსახლეობა რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო გაყვანას აპროტესტებს

ახალქალაქის ასობით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომელთა უმეტესობას სომეხი მოსახლეობა შეადგენს, 31 მარტს რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო გაყვანის წინააღმდეგ  საპროტესტო აქცია გამართეს ახალქალაქში.


აქციის მონაწილენი ასევე მოითხოვდნენ სოციალური პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის ენერგოკრიზისის დაძლევას და საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაციას.


ახალქალაქის მოსახლეობის ნაწილი რუსეთის სამხედრო ბაზაზეა დასაქმებული. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ბაზის გაყვანის შემდეგ ისინი უმუშევრები დარჩებიან.


ანალოგიური აქცია ახალქალაქში 13 მარტს გაიმართა, სადაც შემდეგი ლოზუნგები ჭარბობდა: “საქართველოსთან ერთად“, “არა, რუსული ბაზების გაყვანას“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button