ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებში გაზრდილი ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

მთავრობამ პარლამენტში უკვე შეიტანა 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტი, რომელიც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის 446 მლნ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილის 452 მლნ ლარით გაზრდას ითვალისწინებს.


საპარლამენტო კომიტეტებმა უკვე დაიწყეს ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების განხილვა, რომელსაც პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას დაამტკიცებს.


მიმდინარე წლის ბიუჯეტში ყველაზე დიდი ზრდა თავდაცვის უწყებაზე მოდის, რომლის დაფინანსებაც 175 მლნ ლარით მოიმატებს. ეს თანხები საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას მოხმარდება. ამჟამად, თავდაცვის სფეროზე 126 მლნ ლარია გამოყოფილი.


“ჩვენთვის თავდაცვის დაფინანსების ამდენად ზრდა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რაც მოგვცემს საშულებას კიდევ უფრო აქტიურად ვიზრუნოთ ქართული ჯარის მშენებლობაზე“, განაცხადა 29 მარტს საკომიტეტო მოსმენის შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.


ამჟამად, 2005 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2.2 მილიარდ ლარს, ხოლო შემოსავლები – 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button