skip to content
ახალი ამბები

ბელგიაში ქართველები დააკავეს

ოფიციალური ინფორმაციით, ბელგიის პოლიციის მიერ ანტვერპენში დაკავებული შვიდი ქართველი კვლავ პატიმრობაში რჩება.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმე სავარაუდოდ ეხება ბელგიაში მოპარული მანქანების საქართველოში გაყიდვას. მისი თქმით, ქართული მხარე თანამშრომლობს ბელგიის პოლიციასთან.


საქართველოს ელჩმა ბელგიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ დაკავებული ქართველებისთვის ჯერ რაიმე ბრალდება არ წაუყენებიათ.


ოფიციალური ინფორმაციით, თავდაპირველად თექვსმეტი ქართველი დააკავეს, თუმცა ცხრა მათგანი მალევე გაათავისუფლეს მტკიცებულების უქონლობის გამო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button