ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის მოლაპარაკებების დღის წესრიგზე საუბრობს

29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვა და დევნილთა დაბრუნება აფხაზურ მხარესთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა გახდება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის თაობაზე.


“გალის რაიონში ქართველებს ჩამორთმეული აქვთ უფლება ისწავლონ ქართული ენა სკოლებში. პირველი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ, იქნება გაეროს ოფისის გახსნა, რომელიც ქართველების უფლებებს დაიცავს იქ [გალის რაიონში] … მეორე, უნდა დაიწყოს ყველა იმ პირის დაბრუნება, და არა მარტო ქართველების, რომელთაც დატოვეს აფხაზეთი. ყველამ უნდა აღიაროს დევნილთა უფლება დაბრუნებაზე“, განაცხადა სააკაშვილმა.


“მესამე, მას შემდეგ რაც დაიწყება ნდობის აღდგენის პროცესი, დაბრუნდებიან დევნილები და განხორციელდება რამდენიმე, მცირე-მასშტაბიანი ეკონომიკური პროექტი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები [აფხაზეთის პოლიტიკურ] სტატუსზე, სადაც აფხაზების უფლებები გარანტირებული იქნება“, დასძინა მან.


მისი თქმით, აფხაზების უმეტესობას ესმის, რომ “სისულელეა” იმაზე ფიქრი, რომ აფხაზეთს აღიარებენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.


სააკაშვილის თქმით, საქართველო აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა მის მიღწევას “წლები სჭირდება“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button