skip to content
ახალი ამბები

პუტინი: დსთ–ს შენარჩუნება აუცილებელია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ დსთ–ს შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.


“ეს ის ადგილია, სადაც წევრი ქვეყნების ლიდერები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს პრობლემებზე სასაუბროდ და მათ გადასაწყვეტად“, იუწყება 25 მარტს “რია ნოვოსტი“ პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით.


“სად უნდა მოხდეს ეს, თუ არა დსთ–ს ფორმატში“, დასძენს პუტინი. 


რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დსთ–მ გაამართლა ის მოლოდინი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უფრო ცივილიზებული გზით მომხდარიყო, “სხვა რამე ინტეგრაციული მიზანი მას არც ჰქონია”, განაცხადა პუტინმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button