skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ყირგიზეთის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებენ

25 მარტს კიევში ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ვიქტორ იუშჩენკომ ყირგიზეთის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდეს.


“ჩვენ არ ვართ რევოლუციის ექსპორტიორები. ჩვენი რევოლუციები მსგავსი იყო არა იმიტომ, რომ ისინი ვიღაცის დადგმული იყო, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ერთნაირი რეაქცია ჰქონდა უსამართლობაზე“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


“კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ცივი წერტილის ცხელ წერტილად გადაქცევა“, დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button