ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება მოსკოვში მოლაპარაკებების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებას მიუღებლად მიიჩნევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 მარტს უარყოფო მას-მედიით გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მოსკოვში 23–25 მარტს მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა ამა თუ იმ პოზიციაზე.


“მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს რაიმე კომენტარის გაკეთება მიუღებელია და საქართველოს დელეგაცია ამ წესს ემორჩილება“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


გაზეთი “კომერსანტი” 24 მარტს წერდა, რომ თბილისი თანახმაა რუსული სამხედრო ბაზები 2009 წლის 1 იანვრამდე გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, თუ მანამდე ისინი “გაყვანის რეჟიმში“ იფუნქციონირებენ. ასევე გაზეთის ცნობით, ქართული მხარე მზადაა გაიღოს 10–15 მლნ აშშ დოლარი ბაზებიდან ტექნიკის გაყვანისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისათვის.


“ასეთი დაუზუსტებელი ინფორმაციები არა მხოლოდ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს“, ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button