ახალი ამბები

ქართველი დეპუტატების ყირგიზეთში ვიზიტი ოფიციალურად არ დასტურდება

საქართველოს პარლამენტის პრეს–სამსახურში არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია ქართველი დეპუტატების ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.


“არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან პარლამენტიდან არანაირი ოფიციალური მივლინება არ გაფორმებულა“, განუცხადა 24 მარტს “სივილ ჯორჯიას“ პარლამენტის პრეს–სამსახურის უფროსმა ვლადიმერ თევდორაძემ.


23 მარტს “რია ნოვოსტი“ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის აბდილ სეგიზბაევის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ “ზოგიერთმა ქართველმა პარლამენტარმა [ყირგიზეთის] სამხრეთში არეულობის კატალიზატორის როლი შეასრულა“.


არაოფიციალური ინფორმაციით, დეპუტატი გივი თარგამაძე “ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს, ამჟამად ყირგიზეთს სტუმრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button