ახალი ამბები
სოხუმს ეუთოს დელეგაცია სტუმრობს
სოხუმში ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის ხელმძღვანელობით ეუთოს დელეგაცია ჩავიდა. 22 მარტს დელეგაცია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ნუგზარ აშუბას და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა, იუწყება “აფსნიპრესი“.
დღეს კი ეუთოს წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფს შეხვდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)