ახალი ამბები

პუტინი საქართველოს “ვარდების რევოლუციაზე“ კომენტარს აკეთებს

18 მარტს პარიზში საფრანგეთის, გერმანიის და ესპანეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური პრობლემა მხოლოდ “კონსტიტუციურ ჩარჩოებში“ უნდა გადაწყდეს და საქართველოს 2003 წლის “ვარდების რევოლუცია“ გაიხსენა.


“ჩვენ პოლიტიკური საკითხების არაკანონიერი გზით მოგვარების წინააღმდეგნი ვართ… მოდით, ვისაუბროთ საქართველოს მაგალითზე: დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს შევარდნაძეს [საქართველოს ექს-პრეზიდენტს]. რატომ გახდა საჭირო მისი რევოლუციის გზით მოშორება? და თუ საჭირო გახდა, მაშინ ჩნდება კითხვა: ვის უჭერდა მხარს დასავლეთი და რატომ? ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიერი გზებით და კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button