ახალი ამბები

ეუთო უარყოფს ცხინვალის ბრალდებებს

ეუთოს მისიამ საქართველოში 17 მარტს შერეულ საკონტროლო კომისიაში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის მიერ მოსკოვში გაკეთებული განცხადების საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა. ჩოჩიევმა ეუთოს მისია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის “მიკერძოებულ შეფასებაში“ დაადანაშაულა.


“ნაკლებ სავარაუდოა, რომ [სამხრეთ ოსეთის მხარის] განცხადებები ეფუძნება მისიის ანგარიშების ანალიზს. მისიის ანგარიშები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განხორციელებულ ყველა საქმიანობაზე, სამხედრო მონიტორინგის ჩათვლით, ემყარება ობიექტურ და სანდო ინფორმაციას ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და არ ითვალისწინებს რაიმე შეფასებას. გარდა ამისა, მისიის ანგარიშები ეგზავნება მხოლოდ ეუთოს 55 წევრი ქვეყნის მთავრობებს და კონფიდენციალურია. აქედან გამომდინარე, ეუთოს ანგარიშები არ არის ხელმისაწვდომი სამხრეთ ოსეთის მხარისთვის, მათი “ანალიზი“ შეუძლებელია. ამიტომ, განცხადებაში მოცემული ბრალდებები შეიძლება განხილულ იქნას მისიის მიერ, როგორც უსაფუძვლო და სუბიექტური“, ნათქვამია ეუთოს მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


“მისია სინანულს გამოთქვამს ამ განცხადების გამო, რომელიც არადროულია და არამართებულია შინაარსის თვალსაზრისითაც და კატეგორიულად უარყოფს მას. განცხადებაში არ შეინიშნება მისწრაფება საბოლოო მიზნისკენ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ითვალისწინებს და რისთვისაც არც ეუთო და არც მისი მისია ძალ-ღონეს არ იშურებენ“, ნათქვამია განცხადებაში. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button